ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ემპი დეველოპმენტი, რომელიც დაარსდა 2012 წელს, არის წამყვანი კომპანია საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. ემპი დეველოპმენტი არის ვისოლ ჯგუფის, ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგ კომპანიის და საინვესტიციო კომპანია რივერსაიდ ინვესტის საამაყო წევრი საქართველოში. კომპანიის მიზანია იყოს უმსხვილესი და ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანია ქვეყანაში.
ჩვენი პორტფელი მოიცავს 13 სავაჭრო ცენტრს თბილისსა და რეგიონებში, საერთო გასაქირავებელი ფართით 55,490 მ² (GLA).
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ბრენდების ზრდას და ხელმისაწვდომობას ქართულ ბაზარზე, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.
ემპი დეველოპმენტის მიზანია სრულყოფილებისკენ და ინოვაციებისკენ სწრაფვა. ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი გუნდი მოწოდებულია მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუდმივად ადგენს ახალ სტანდარტებს, მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების მიმართულებით.
ჩვენი წარმატების ისტორიას ჩვენი გუნდი ქმნის, მათ შორის არქიტექტორები, ინჟინრები, პროექტის მენეჯერები და სხვა პერსონალი, რომელთაგან თითოეული მათგანის როლი უმნიშვნელოვანესია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა რეგიონების განვითარების მიმართულება. ჩვენი პროექტები არა მხოლოდ აძლიერებს ურბანულ ლანდშაფტს, არამედ ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას და გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ᲔᲛᲞᲘ ᲓᲔᲕᲔᲚᲝᲞᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘ
ლევან ფხაკაძე
დამფუძნებელი
სოფია გიგანი
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
მარიკა კობალაძე
გაყიდვების სამსახურის უფროსი
გიორგი გულედანი
გაყიდვების მენეჯერი
პაპუნა კაციტაძე
დირექტორი
ანა გოგიშვილი
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
სალომე სადუნიშვილი
შესყიდვების სამსახურის უფროსი
ლევან კალმახელიძე
პროექტების მართვის სამსახურის უფროსი
ონისე კოკელაძე
ტექნიკური სამსახურის უფროსი
მანანა ჯაფარიძე
მთავარი ბუღალტერი