top of page
mpd_logo_new_tr_edited.png

გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები იხსნება

„ვისოლ ჯგუფის“„დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც ხვალ გაიხსნება, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი,  სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და  “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.



„ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილის ყავას და „რინგდონატს“ „დანკინ დონატსის“ სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო „ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“ და „ჯუნიორ ბეკონატორის“ კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი. 


Comments


bottom of page